logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 966 ტესტი

11 ნოე 202010:55
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 10 966 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2 911-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 421 ადამიანი, 45 კი გარდაიცვალა.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით Covid-19-ის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა;

აჭარაში - 476;

იმერეთში - 469;

ქვემო ქართლში - 201;

შიდა ქართლში - 134;

გურიაში - 76;

სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294;

კახეთში - 69;

მცხეთა-მთიანეთში - 19;

სამცხე-ჯავახეთში - 92;

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 158 აქტიური ინფიცირებული შემთხვევაა. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი ბინაზე მკურნალობს.

ჯამში, ქვეყანაში covid-19-ის 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 566 დაიღუპა.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 966 pcr ტესტი ჩატარდა.


close დახურვა