logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

22 დეკ 202010:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 064​-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში, ვირუსისგან განიკურნა 3 740 ადამიანი, 42 კი გარდაიცვალა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 241 შემთხვევა;
  • აჭარა - 191;
  • იმერეთი - 497;
  • ქვემო ქართლი - 246;
  • შიდა ქართლი - 244;
  • გურია - 52;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264;
  • კახეთი - 196;
  • მცხეთა-მთიანეთი - 63;
  • სამცხე-ჯავახეთი - 53;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების 21 910 აქტიური შემთხვევაა. 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 787, აჭარაში - 692, იმერეთში - 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში - 534, აჭარაში - 123, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 216, აჭარაში - 37, იმერეთში - 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 - თბილისში, 747 - აჭარაში, 110 - იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 137, ხოლო იმერეთში - 6. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 651 პირი, აჭარაში - 4 766, იმერეთში - 5 570.

დღე-ღამის განმავლობაში Covid-19-ზე 17 007 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 288 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 5 719 კი PCR-ით. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 212 526​​-ს შეადგენს. აქედან 188 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 182 გარდაიცვალა.


close დახურვა