logo
ENG



NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

16 დეკ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 487-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 477 შემთხვევა;
  • აჭარა - 280;
  • იმერეთი - 533;
  • ქვემო ქართლი - 254;
  • შიდა ქართლი - 283;
  • გურია - 66;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 269;
  • კახეთი - 153;
  • მცხეთა-მთიანეთი - 85;
  • სამცხე-ჯავახეთი - 76;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 29 158 აქტიური შემთხვევაა. 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 876, აჭარაში - 824, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 103 პირი, მათ შორის, თბილისში - 497, აჭარაში - 148, იმერეთში - 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 431 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 51, იმერეთში - 53. 2 461 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 - თბილისში, 1 183 - აჭარაში, 165 - იმერეთში. 19 976 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 245, აჭარაში -179, ხოლო იმერეთში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 261 პირი, აჭარაში - 8 150, იმერეთში - 6 312.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 943 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 10 477 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 7 466 კი PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 198 387-ს შეადგენს. აქედან 167 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 922 გარდაიცვალა.


close დახურვა