საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 292. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 7 532 PCR ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 13521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 5590 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა - 1393-ია.