დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში 9 ივნისისთვის ერთი დოზით აცრილია 130 244 ადამიანი, სრულად კი - 54 474.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში 5 970 აცრა ჩატარდა.
საქართველოში ამჟამად სინოფარმის მეორე და სინოვაკის პირველი დოზით მიმდინარეობს ვაქცინაცია. ასევე, ასტრაზენეკათი, თუმცა ამ კონკრეტული ვაქცინით აცრა 45+ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.