logo
ENG



NDI-ის კვლევა: მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

16 სექ 202213:06
3 წუთის საკითხავი
 
NDI-ის კვლევა: მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: 54% - არცერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე, 25% - ქართული ოცნება, 8% - ნაციონალური მოძრაობა, 13% - სხვა.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა: 66% - სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, 34% სავარაუდოდ არ მიიღებდა მონაწილეობას.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (56%) აზრით, ქართულ პოლიტიკაში არსებული პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ გამოხატავს.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 65% ამბობს, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს. 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.


close დახურვა