logo
ENG



NDI-ის კვლევა: NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, EU-ის მხარდაჭერა გაიზარდა

02 თებ 202312:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/ymcxaskyzs38lyk.jpeg

NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, NATO-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.

კითხვაზე, "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს NATO-ს წევრი", პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • მისაღებია - 73%
  • მიუღებელია - 14%
  • არ ვიცი - 11%

რაც შეეხება ევროკავშირს, კვლევის თანახმად, EU-ის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა.

მოსახლეობის 81%-სთვის მისაღებია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 9%-სთვის მიუღებელია, 9%-მა არ იცის.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

 


close დახურვა