logo
ENG



NDI-ის კვლევა: ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება

11 დეკ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/lxifg1gdnbllfw6.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასების ზრდა, დასაქმება და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

კითხვაზე, "ჩამოთვლილთაგან რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? მაქსიმუმ სამი პასუხი" - პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 37%
  • სამუშაო ადგილები - 35%
  • სიღარიბე - 28% 
  • ტერიტორიული მთლიანობა - 23%
  • პენსიები - 20% 
  • ხელფასები - 17%
  • განათლება - 11%
  • ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება - 8%
  • ადამიანის უფლებები - 8%
  • NATO-ში გაწევრიანება - 7%
  • ევროკავშირში გაწევრიანება - 7%
  • სამართლიანი არჩევნები - 6%
  • რუსეთთან ურთიერთობა - 6%
  • სიტყვის თავისუფლება - 5%
  • საკუთრების უფლება - 4%
  • გარემოს დაცვა - 4%
  • კორუფცია - 4%
  • სამართლიანობის აღდგენა - 3%
  • სასამართლო სისტემა - 3%
  • კრიმინალი - 3%
  • სხვა - 3%
  • არ ვიცი - 3%

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


close დახურვა