logo
ENG



NDI: გამოკითხულთა 47% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს

12 აგვ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 
NDI: გამოკითხულთა 47% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მუშაობას გამოკითხულთა 47% ცუდად, 33% კი საშუალოდ აფასებს.

საკნონმდებლო ორგანოს საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს კარგად. 

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, პარლამენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასება 11%-ით გაიზარდა. 

ამასთან, 54%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის პრობლემის გადაჭრას შეეცდება. 55% კი ფიქრობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ კანონებს არ იღებს.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.

საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

 
 
 

close დახურვა