ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
შეკითხვაზე, როგორ შეფასებდით მთავრობის საქმიანობას, პასუხები ასე ნაწილდება:
ცუდად- 52%
კარგად- 36%
არ ვიცი - 9%
უარი პასუხზე - 3%
NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით.
საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.