logo
ENG



NDI: მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

27 იან 202211:45
3 წუთის საკითხავი
 

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 21%-ის აზრით - საერთოდ არ იცვლება.

 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა