logo
ENG



NDI: მოსახლეობის 88% ამბობს, რომ არჩევნებზე წავა

14 სექ 202010:53
3 წუთის საკითხავი
 

NDI-ს ბოლო კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი, 88% ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამავე კითხვაზე 12% პასუხობს, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამასთან, მოსახლეობის 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


close დახურვა