![NDI: პანდემიიის შემდეგ მოსახლეობის 13%-მა დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია](/uploads/news/ხალხი_226.jpg)
ეროვნულ-დემოკრატიული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% არც კორონავირუსის პანდემიამდე მუშაობდა და ახლაც უმუშევარია.
გამოკითხულთა 27%-ს არ შემცირებია შემოსავალი და არც სამსახური დაუკარგავს.
13%-მა დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია.
12%-ს არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა, შეუმცირდა შემოსავალი.
3%-მა დაკარგა სამსახური და დაიწყო მუშაობა სხვაგან.
1% არ მუშაობდა კორონავირუსის პანდემიამდე და ახლაც უმუშევარია.
NDI-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით 17-24 თებერვლის პერიოდში ჩაატარა.
სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 024 ადამიანი გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.