logo
ENG



NDI: დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს

11 დეკ 202313:07
3 წუთის საკითხავი
clock 228
2023/12/11/rp5u9u9tzp29ncd.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით, ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს, კერძოდ, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ - 80% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, 16%-ის თქმით, მოსალოდნელია, ხოლო 3%-მა არ იცის პასუხი.

კვლევის მიხედვით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

ამასთან, დაახლოებით, ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის - ამ კითხვაზე 83% პასუხობს, რომ არ ჰყავს, ხოლო 16%-ის განცხადებით, ასეთი ოჯახის წევრი ჰყავს.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


close დახურვა