logo
ENG



NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 75% უჭერს, ნატოში - 69%

16 სექ 202212:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/wokifxb326wq53j.jpeg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. 14%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის თანახმად, NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია. გამოკითხულთა 69%-ის აზრით, საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი. 16%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. 

გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.


close დახურვა