NDI-ს კვლევით, ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი (24%) აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან (17%) შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.