NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.
კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას", მოსახლეობის 43% კარგად, 43% ცუდად აფასებს. ამავე კითხვაზე, 11% ამბობს, რომ არ იცის, 3% კი უარს ამბობს პასუხზე.
კვლევაში ნათქვამია, რომ მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
ამასთანავე, კვლევის მიხედვით, მთავრობის შეფასება გაუარესებულია ახალგაზრდებს შორის და სოფლის ტიპის დასახლებებში.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.