NDI-ს კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა. მხოლოდ 39% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, ხოლო 11%-მა არ იცის.
მმართველი პარტიის მხარდამჭერებში, 70% აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, ოპოზიციის მხარდამჭერებში კი 21%. გარდა ამისა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ უმრავლესობის მოსაზრებით, საქართველო თავისი მეზობლებისთვის არაა დემოკრატიის კარგი მაგალითი.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.