logo
ENG



NDI: 69% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას

02 თებ 202312:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/089487g1qwizxq3.jpg

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 69% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას. 21% ამბობს, რომ არ უნდა დაწესდეს, ხოლო 10%-მა არ იცის.

სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18 -34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭრებში. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ 69% ამბობს, რომ საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. მხოლოდ 17% ამბობს, რომ გავლენა დადებითი იქნება. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. 


close დახურვა