logo
ENG



NDI: მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

27 იან 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
NDI: მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს 58% აღნიშნავს, რომ არც ერთი პარტია, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.

24% მათთან ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას ასახელებს, 9% - ნაციონალურ მოძრაობას, 8% - სხვა.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. გარდა ამისა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშრომლობას. 

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა