logo
ENG



NDI: პანდემიიის შემდეგ მოსახლეობის 13%-მა დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია

23 მარ 202111:30
3 წუთის საკითხავი
 
NDI: პანდემიიის შემდეგ მოსახლეობის 13%-მა დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია

ეროვნულ-დემოკრატიული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% არც კორონავირუსის პანდემიამდე მუშაობდა და ახლაც უმუშევარია. 

გამოკითხულთა 27%-ს არ შემცირებია შემოსავალი და არც სამსახური დაუკარგავს. 

13%-მა დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია. 

12%-ს არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა, შეუმცირდა შემოსავალი. 

3%-მა დაკარგა სამსახური და დაიწყო მუშაობა სხვაგან. 

1% არ მუშაობდა კორონავირუსის პანდემიამდე და ახლაც უმუშევარია. 

NDI-მ კვლევა საქართველოს მასშტაბით 17-24 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. 

სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 2 024 ადამიანი გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა