ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლეობის 40% ცუდად აფასებს. 43% პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ, 12% კარგად აფასებს. 5%-მა არ იცის.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35% პრემიერმინისტრის საქმიანობას აფასებს ცუდად. 33%-ის აზრით პრემიერი საშუალოდ, 28%-ის აზრით კარგად მუშაობს. 4%-მა არ იცის.
რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 41%-ის აზრით, პარლამენტი ცუდად მუშაობს. 45%-ის აზრით, საშუალოდ, 9%-ის აზრით კარგად. 4%-მა არ იცის.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.