ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს.
კითხვაზე, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა:
- უნდა შემოიღოს - 66%
- არ უნდა შემოიღოს - 23%
- არ ვიცი - 11%
- უარი პასუხზე - 1% ამავე
ამავე კვლევის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 85% მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა.
ომამდე რუსეთი მეზობლებისთვის დიდ საფრთხეს მოსახლეობის 73%-სთვის წარმოადგენდა.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.