ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის საქმიანობას დადებითად 54% აფასებს.
მთავრობის დადებითი შეფასება წინა კვლევის შემდეგ, რომელიც მარტში ჩატარდა, 11%-ითაა გაზრდილი.
მთავრობის საქმიანობას დადებითად ყველაზე მეტად უმცირესობების დასახლებები აფასებენ, ასევე, 35-54 წლის ადამიანები.
კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტლებში მოიმატა.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.