logo
ENG



NDI: საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

02 თებ 202311:56
3 წუთის საკითხავი
clock 555
2023/02/02/ys9gosz5xlykibh.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მომდევნო 12 თვეში მოსალოდნელია რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს, 76% აცხადებს, რომ "მოსალოდნელი არაა", ხოლო 4%-მა არ იცის.

ამავე კვლევით, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა