logo
ENG



NDI: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა

21 აპრ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა.

  • ომამდე 29% ფიქრობდა, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, ომის შემდეგ კი - 26%;
  • ომამდე 35% ფიქრობდა, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა, ომის შემდეგ - 24%;
  • ომამდე 27% ფიქრობდა, რომ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ომის შემდეგ - 36%;
  • პასუხზე "არ ვიცი" ომამდე - 9%, ომის შემდეგ - 13%.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა და ემყარება ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა