NDI-მ სამინისტროების რეიტინგი გამოიკვლია. ამ მიმართულებით მოსახლეობა ყველაზე უკმაყოფილო ფინანსური და ეკონომიკური უწყებებით არის. ეკონომიკის სამინისტროს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.
გამოკითხული მოსახლეობის 32% ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობას ცუდად აფასებს;
ძალიან ცუდად - 10%;
ძალიან კარგად - 1%;
კარგად - 9%.
მაღალია უკმაყოფილება ფინანსთა სამინისტროს მიმართაც.
ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას ცუდად 29% აფასებს;
ძალიან ცუდად 9%;
ძალიან კარგად 1%;
7% კი ფიქრობს, რომ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა კარგია.
უკეთესი მაჩვენებლის მიხედვით სამინისტროების რეიტინგში პირველ ადგილზე იუსტიციის სამინისტროა.
28% თეა წულუკიანის უწყების საქმიანობას კარგად აფასებს;
ძალიან კარგად კი 4%.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით შერჩევის საფუძველზე 2,180 ადამიანი გამოიკითხა.