logo
ENG



NDI: ცესკო-ს საქმიანობას დადებითად მხოლოდ 24% აფასებს

25 იან 202112:21
3 წუთის საკითხავი
 
NDI: ცესკო-ს საქმიანობას დადებითად მხოლოდ 24% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 24% აფასებს. 

ამავე კვლევის თანახმად, ცესკო-ს საქმიანობას ცუდად 32% აფასებს, საშუალოდ - 27%, 16% კი ამბობს, რომ არ იცის. 

რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 


close დახურვა