logo
ENG



NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

21 სექ 202017:45
3 წუთის საკითხავი
clock 377
v0jcp2d71alamfh.png

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს. პროგრამა ატგვისტოში გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო ანგარიშს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს დაეფუძნება და საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურის ჩათვლით გაგრძელდება.

NDI- ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს.

ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

ორგანიზაციის განცხადებით, თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI- თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმას გამოიყენებენ.


close დახურვა