logo
ENG



NGO-ები:ხელისუფლებამ წინ უნდა დააყენოს არა ივანიშვილის, არამედ ქვეყნის ინტერესები

06 ნოე 201908:41
3 წუთის საკითხავი
 
1el3w2y5u7f3b68.jpg

არასამთავრობო სექტორში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ობიექტების შეძენასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. NGO-ები ხელისუფლებას მიმართავენ და წყალტუბოს კურორტის გასხვისების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ. 

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ივანიშვილის ინტერესებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები უნდა დააყენოს. 

"სამწუხაროდ ამას უკვე მივეჩვიეთ. როგორც კი ინიციატივა მოდის ერთი პიროვნებისგან, მთავრობა მაშინვე მზაობას გამოთქვამს. გასაგებია, რომ ამავდროულად ის პარტიის ლიდერია, მაგრამ მან თვითონ არ უნდა მოახდინოს აღრევა თავისი ბიზნეს და პარტიული ინტერესებისა. ხელისუფლების სხვა შტოები უნდა იყვნენ მზად, რომ წინ დააყენონ სახელმწიფოს ინტერესი და შემდეგ პარტის ლიდერის ინტერესები", - განაცხადა ხუციშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.  

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენილი, კოტე ერისთავი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კურორტის გასვისებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და საზოგადოებამ პასუხები, პროცესის დასრულებამდე უნდა მიიღოს. 

"გაგრძელდება თუ არა საზოგადოების წვდომა იმ მნიშვნელოვან სამკურნალო რესურსებზე, ეს კითხვები არსებობს და პასუხი მათ უნდა გაეცეს. სახელწიფოს ერთადერთი პასუხია არსებული რესურსების პრივატიზება. ამით ის გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო არის უსუსრი და საჭიროა მდიდარი კაცი, რომელიც უნდა მოვიდეს და ეს ყველაფრი იყიდოს", - განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა. 

 


close დახურვა