საქართველოში მომუშავე არასამთავრობო სექტორი და ფორმულას ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილეს კარა მაკდონალდს და კავკასიის საკითხების ოფიცერს ვენდი სილვერმანს ხვდებიან.
ისინი ამერიკელ მაღალჩინოსნებს საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან და აშშ-ს სთხოვენ პროცესში კიდევ უფრო მეტ ჩართულობას. შეხვედრაზე, საუბარი ეხება მედიის წინააღდეგ მიმართულ მასიურ შეტევას, რუსულ გავლენებს და კვალს შექმნილ სიტუაციაში, ასევე მოსამართლეების დანიშვნის პროცესსა და მომავალ არჩევნებს.
მანამდე NGO-ები და ნინო ჟიჟილაშვილი ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯგუფი უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკელ მაღალჩინოსნებს ხვდება და მათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდის.