უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის (NRC) ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურები პოლონეთის საზღვართან ტერაქტის მოწყობას, შემდეგ კი ამაში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავენ.
NRC-ში აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტით ისინი ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმას აპირებენ.
"რუსეთის FSB და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეთანხმდნენ ჩაატარონ ოპერაცია "სხვისი დროშის ქვეშ" ბელარუსის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ობიექტის წინააღმდეგ და შემდგომ ამაში უკრაინული მხარე დაადანაშაულონ", - აცხადებენ NRC-ში.
ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში აცხადებენ, რომ ბენზინგასამართ სადგური ბელარუსის ბრესტის ოლქში, პრილუკის დასახლებიდან 2 კილომეტრში მდებარეობს და მასზე თავდასხმას დრონების მეშვეობით გეგმავენ.