რუსული პროსახელისუფლებო არხის, NTV-ს წამყვანმა ლილია გილდეევამ 16-წლიანი მუშაობის შემდეგ არხი დატოვა.
მან Varlamov News-ს განუცხადა, რომ საზღვარგარეთ წავიდა და გადადგომის შესახებ განცხადება იქედან დაწერა.
"მეშინოდა, რომ ასე არ გამიშვებდნენ", - განმარტა მან.
გილდეევას გადაცემა "დღეს" მიყავდა. 2013 წლამდე მისი თანაწამყვანი ალექსეი პივოვაროვი იყო.