გამოცემა ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიისპირა ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნას აპირებს. სამხედროების გარდა, ბაიდენი გეგმავს საომარი ხომალდები და თვითმფრინავები გაგზავნოს NATO–ს წევრ ქვეყნებში.
ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების თქმით, სამხედრო ძალების გადასხმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეს უკავშირდება.
ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა შესთავაზეს ამერიკული სამხედრო ძალები პუტინის კარებთან უფრო ახლოს დააყენონ. შეთავაზება შეიცავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაეგზავნათ 1000–დან 5000–მდე სამხედრო, საჭიროების შემთხვევაში კი გაეზარდათ რაოდენობა.
ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ შეხვედრა იყო ანონიმური, ხოლო პრეზიდენტი ბაიდენისგან გადაწყვეტილების მიღებას ამ კვირაში ელოდებიან.
გარდა ამისა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, NATO პროცესებში მნიშვნელოვნად ჩაერთვება.
ჯო ბაიდენმა გასულ კვირას კონფერენციაზე თქვა, რომ მან გააფრთხილა პუტინი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის დაპყრობა უბიძგებდა აშშ–ს რეგიონში მეტი სამხედრო ძალების გაგზავნისკენ. ამას გარდა, ბაიდენმა განაცხადა, რომ პოლონეთში და რუმინეთში, როგორც NATO–ს წევრ ქვეყნებში, სამხედრო ძალების გაზრდას აპირებდნენ.