logo
ENG



NYT: პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის

23 დეკ 202320:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/daq3fjs89f01okz.jpg

გამოცემა The New York Times წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის.

ამის შესახებ გამოცემა კრემლთან ახლოს მყოფ რუს ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.

"საჯაროდ რუსი დიქტატორი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ომი განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს. თუმცა ის დასავლეთს მიანიშნებს, რომ მას სამშვიდობო შეთანხმების დადება რაც შეიძლება მალე სურს.

სიგნალების ტალღა 2022 წლის მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. კრემლი მზადაა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონფლიქტის გაყინვას", - წერს The New York Times.

გამოცემა წერს, რომ დასავლეთში სკეპტიკურად უყურებენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რადგან ეს პუტინს მხოლოდ დროს აძლევს მომავალი ახალი თავდასხმისთვის ხელახალი შეიარაღებისთვის.


close დახურვა