გამოცემა The New York Times-ის ცნობით, სამხედრო ტექნიკის დანაკარგის გამო უკრაინამ კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალა.
"უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევითი ტაქტიკა შეცვალეს, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეამცირონ სამხედრო დანაკარგები, მაგრამ ტერიტორიების დეოკუპაციას არ შეანელებს", - წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობით, კონტრშეტევის პირველ ორ კვირაში ფრონტზე არსებული სამხედრო ტექნიკის 20%-მდე დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის დასავლური სამხედრო ტექნიკა. ამასთან, NYT წერს, რომ უკრაინული ძალების კონტრშეტევითი ოპერაციები ნელი ტემპით მიმდინარეობს, რათა უკრაინას ნაკლები სამხედრო დანაკარგი ჰქონდეს.
10 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება დაადასტურა. მან განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს.