logo
ENG



NYT: უკრაინაში მომდევნო ოთხი კვირის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება მთელი ევროპისთვის

22 აპრ 202210:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/22/b58rqfy5dpiz40x.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების პროგნოზით, უკრაინაში მომდევნო ოთხი კვირის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ The New York times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მაღალჩინოსნების განცხადებით, თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის აღმოსავლეთისკენ გარღვვევას, პუტინს ექნება მეტი შანსი, წარმოაჩინოს თავისი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია და განაცხადოს, რომ უზრუნველყო უკრაინის პრორუსული უმცირესობის დაცვა.

ამასთანავე, მაღალჩინოსნების პროგნოზით, თუ უკრაინელი სამხედროები შეაჩერებენ რუსეთის შეტევას დონბასზე, პუტინი რთული არჩევანის წინაშე დადგება: მიაწოდოს მეტი საბრძოლო მასალა ომს, რომელიც, შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ან სერიოზულად ჩაებას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ოფიციალური პირების განცხადებით, პირველი ვარიანტი შესაძლოა ნიშნავდეს სრულ ეროვნულ მობილიზაციას. კრემლის ხელმძღვანელისთვის, ის პოლიტიკურად სარისკოა.

პენტაგონი მიიჩნევს, რომ სწორი იარაღით და მაღალი მოტივაციის შენარჩუნებით, უკრაინულ ძალებს შეუძლიათ არა მხოლოდ შეაჩერონ რუსეთის წინსვლა, არამედ უკან გააბრუნონ ოკუპანტები.


close დახურვა