logo
ENG



New york Times პულიცერის ლაურეატი გახდა

05 მაი 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკული გავლენიანი გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" პულიცერის პრემიის ლაურეატი გახდა. გაზეთის თანამშრომლებმა პრესტიჟული ჯილდო ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე გამოქვეყნებული მასალებისთვის მიიღეს.  საგამოძიებო ჟურნალისტიკის დარგში ოქროს მედლით დაჯილდოვდა  ორი ამერიკული გამოცემა, რომლებმაც სექსუალური ძალადობის შესახებ მასალები გამოაქვეყნეს. პულიცერის პრემის ლაურეატი გახდა საერთაშორისო სააგენტო "როიტერსის" ფოტოგრაფი ჰონგ-კონგში შარშანდელი არეულობების გაშუქებისთვის. მხატვრული ლიტერატურის დარგში კი პრესტიჟული პრემიის მფლობელი ამერიკელი მწერალი კოლსონ ვაითჰედი გახდა.  პულიცერის პრემიას სხვადასხვა ჟანრის პუბლიკაციებისთვის გადასცემენ. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს გამარჯვებულები 15 კატეგორიაში  ონ-ლაინ რეჟიმში გამოავლინეს. 

 


close დახურვა