logo
ENG



PACE-ის მომხსენებლები: პროპორციული სისტემის ჩაგდება უკან გადადგმული ნაბიჯია

14 ნოე 201923:55
3 წუთის საკითხავი
 
3vbrkdhhndnh2pl.jpg

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება შეაფასეს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

როგორც PACE-ის თანამომხსენებლები განცხადებაში წერენ, ისინი შეწუხებულნი არიან საქართველოს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნით. 

„რადგანაც არსებობდა აშკარა კონსენსუსი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, გაუგებარია, რატომ ჩავარდა კანონპროექტი. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პირველივე მოსმენით ჩავარდა კანონპროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. 


close დახურვა