ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება შეაფასეს. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ეს ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
როგორც PACE-ის თანამომხსენებლები განცხადებაში წერენ, ისინი შეწუხებულნი არიან საქართველოს პარლამენტში 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნით.
„რადგანაც არსებობდა აშკარა კონსენსუსი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, გაუგებარია, რატომ ჩავარდა კანონპროექტი. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პირველივე მოსმენით ჩავარდა კანონპროექტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.