logo
ENG



PHR: ონლაინ სექსუალური შევიწროების გამო ექიმმა შსს-ს მიმართა

07 მარ 202419:18
3 წუთის საკითხავი
clock 532
2024/03/07/09aj7xyvmcy0y9l.jpg

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ ორგანიზაცია ონლაინძალადობის საქმეზე იცავს ექიმ ქალს, რომელიც სექსუალური შევიწროების სამიზნე მისი პროფესიული საქმიანობის გამო გახდა.

ეკა კვირკველია არის ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი სექსოლოგი, ასევე კავკასიის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორი. იგი 1 წელზე მეტია ონლაინ პლატფორმებზე პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს მართავს, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს.

"ის საგანმანათლებლო შინაარსი, რომელიც ქალების რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ეხება, უკანასკნელ წლამდე, ტაბუს ექვემდებარებოდა. ეკა, რომელიც გამოხატული პროფესიონალიზმით შეეხო ამ თემას, უამრავი ქალის მხარდამჭერია, რომლებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო, საკუთარ რეპროდუქციულ და სექსუალურ უფლებებს ვერ იცავდნენ. თუმცა, თავად ეკა, როგორც ქალი, ამის გამო გენდერული ძალადობის ნიშნით შეტევას დაექვემდებარა და მის მიმართ სისტემატური ონლაინ სექსუალური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი კომენტარების და კორესპონდენციის ფორმით", - ვკითხულობთ PHR-ის განცხადებაში.

2024 წლის 5 მარტს PHR-ის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მოქმედი ადვოკატი, თამარ გაბოძე, ეკასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მივიდა და სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ეკას და მისი ადვოკატის ინიციატივით, საქმეში ჩაერთო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტიც.

ამ დროისთვის საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. PHR-ი მოელის, რომ ეკა კვირკველიას მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე სახელმწიფოს მიიღებს მკაცრ, მყისიერ და ადექვატურ ზომებს.


close დახურვა