logo
ENG



PHR: სასამართლომ დაადგინა, რომ კლუბი და მწვრთნელი 9 ქალ ფეხბურთელს სექსუალურად ავიწროებდა

04 ივლ 202322:07
3 წუთის საკითხავი
 
PHR: სასამართლომ დაადგინა, რომ კლუბი და მწვრთნელი 9 ქალ ფეხბურთელს სექსუალურად ავიწროებდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვეს" და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან ცხრა ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს. PHR ქალი ფეხბურთელების ინტერესებს იცავდა.

"ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით.

PHR-ი ულოცავს ქალ ფეხბურთელებს ამ გამარჯვებას და მოუწოდებს ყველას, იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

close დახურვა