ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ სცნო.
PHR-ის შეფასებით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
მოსამართლე დავით წერეთელმა უკანონოდ მიიჩნია სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა.
PHR-ის ცნობით, ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა.
ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.