ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აცხადებს, რომ პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
"პროკურატურამ უარი თქვა PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის [შსს-დან] პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 6 ადამიანს.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.