logo
ENG



POG: კაცი ქალზე ძალადობდა, აიძულებდა მასთან სქესობრივ კავშირს, წაართვა პასპორტი

22 აგვ 202214:59
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს წაართვა პასპორტი.

კაცი 20 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება), 150-ე მუხლით (იძულება) და 363-ე მუხლით (მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.


close დახურვა