logo
ENG



POG: 4 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც შვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

27 მაი 202112:04
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურის ინფორმაციით, ზესტაფონის სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

მათი ცნობით, სასამართლომ კაცს 4 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ის გაამართლა. პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ ნაწილს სააპელაციოში გაასაჩივრებენ.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სოფელ ძევრში კაცი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი არასრულწლოვან შვილს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. ამით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის გამო ბავშვმა 2020 წლის 23 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კაცი 2020 წლის 24 აგვიტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11',1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 11',115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.


close დახურვა