logo
ENG



POG: ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

06 მარ 202522:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/06/ccdf9oi5ey3qw32.jpg

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება", - წერს პროკურატურა. 

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა