პროკურატურის ცნობით, წყალტუბოს რაიონში ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში ბრალდებულმა დისკრიმინაციული შეუწყნარებლობის მოტივით, ქალისადმი სტერეოტიპული შეხედულებების გამო, რძალი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დაჭრა.
მათი ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹,19-109-ე მუხლის თ, კ და მ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.