logo
ENG



POG: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც ოზურგეთში მეზობელი ქალი ცივი იარაღით დაჭრა

09 სექ 202219:35
3 წუთის საკითხავი
 
POG: ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც ოზურგეთში მეზობელი ქალი ცივი იარაღით დაჭრა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც ოზურგეთში მეზობელ ქალს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში, ბრალდებულმა მეზობელ ქალს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულის მიმართ დაინიშნება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა