logo
ENG



POG: ზუგდიდში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა

06 აპრ 202613:10
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/06/80971vxig8g83fl.png

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 3 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2026 წლის 4 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია განცხადებში.


close დახურვა